საკეისროს შემდეგ დაღუპული ორსული - კლინიკა ბრალდებებს უარყოფს, თუმცა სიკვდილის მიზეზს ვერ ასახელებს 

გამოქვეყნდა:

19 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში პირველი კომენტარი გაკეთდა. სამედიცინო დაწესებულებაში, ოჯახის ბრალდებებს  მედიკამენტების უვარგისობასთან და ასევე ნარკოზის ზედოზირებასთან დაკავშირებით, უარყოფენ.

ექიმის განცხადებით, საკეისრო კვეთის დროს ორსულს გული გაუჩერდა, თუმცა სამედიცინო პერსონალმა ვითარების დარეგულირება შეძლო.

მედიკოსების განმარტებით, პაციენტი მოათავსეს რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა 2 კვირის შემდეგ სესილი ბუბუტეიშვილი დაიღუპა. საავადმყოფოში  სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინში არიან.

"ანესთეზიის დროს განვითარდა გულის გაჩერება. რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, აღდგა გულის რითმი. პაციენტი გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში, რის შემდეგაც 15 დღიანი მკურნალობის შედეგად, სამწუხაროდ, ვერ მოხდა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა და განვითარდა ბიოლოგიური სიკვდილი.

მედიკამენტებს რაც შეეხება, ყველა მედიკამენტი, რომელიც კლინიაკში არის ამ შემთხვევაში გამოიყენება, არის ლიცენზირებული და დამტკიცებული სამინისტროს მიერ.

...მიზეზებზე თავს შევიკავებ განმარტებისგან, უნდა დაველოდოთ დასკვნას" თქვა ექიმმა, გიორგი ხუციშვილმა

იხილეთ ასევე:

"შეიძლება ბავშვი გაჭრეს, იგრძნო ტკივილი, ჩავარდა ემოციაში, მისცეს ნარკოზი და დააძინეს" - საკეისრო კვეთისას ორსული დაიღუპა
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი