35%-ით უფრო ღარიბი რეგიონები - დედაქალაქს მიღმა, მოქალაქეების შემოსავალი ერთი მესამედით ნაკლებია

გამოქვეყნდა:

35%-ით უფრო ღარიბი რეგიონები - ოფიციალური მონაცემებით დასტურდება, რომ საქართველოს მოქალაქეების შემოსავალი დედაქალაქს მიღმა, ერთი მესამედით ნაკლებია.

ტოტალური ინფლაციის და ეკონომიკური სტაგნაციის პირობებში ეს ფაქტი რეგიონებში მცხოვრებთა კიდევ უფრო დიდ სიღარიბეს ადასტურებს.

განსაკუთრებით დრამატულია ვითარება იმ რეგიონებში სადაც ტურიზმის შეფერხებამ და ვალუტის ვარდნამ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის შემოსავალი შეამცირა.

საბანკო სესხების გაძვირების პირობებში მოქალაქეებს ახლა სულ უფრო მეტად უჭირთ საკვები პროდუქტების და მედიკამენტების შეძენა.

ავტორი: ნინიკო გიგაური

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი