ყაზახეთის მიმართულებით ქუთაისიდან საჰაერო რეისი დღეს აღარ შესრულდება - ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ფრენა ხვალ 12:00 საათზე დაინიშნა.
შეგახსენებთ, "მთავარი არხი" ესაუბრა ყაზახეთის მოქალაქეებს, რომლებიც საათების განმავლობაში ელოდებოდნენ რეისს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქ ატირაუში გამგზავრებულიყვნენ.
ამავე თემაზე:
ქუთაისიდან ყაზახეთის მიმართულებით ფრენას მგზავრები უშედეგოდ ელოდებიან - რეისები ვერ სრულდება