"გადასახადი ერთ ქვითარში რაც უნდა ყოფილიყო, გაიყო ორად" - სემეკი "თელმიკო"/GWP-ის ტარიფებზე

გამოქვეყნდა:

სემეკის ცნობით, "თელმიკოს" დაევალება, რომ იმ მოქალაქეების საჩივრები ინდივიდუალურად განიხილოს, რომლებიც ამბობენ, რომ ორი ქვითრის მიღების გარდა, გადასახადიც გაეზარდათ. გარდა ამისა, მოქალაქეებს შეუძლიათ საჩივრებით მარეგულირებელ კომისიასაც მიმართონ და თუ აღმოჩნდება, რომ გადაცდომებს სისტემური ხასიათი აქვს, "თელმიკო" დაჯარიმდება.

სემეკმა "თელმიკოს" დაავალა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ვერ მოახერხებენ ორი ქვითრით მიღებული გადასახადის დროულად დაფარვას, ქსელიდან არ გათიშონ.

"ელექტროენერგიის და სასმელი წყლის გადასახადები საქართველოში არ გაზრდილა. იგივე ტარიფები მოქმედებს, ყველაფერი იგივეა, ერთადერთი, შეიცვალა აღრიცხვიანობის სისტემა. ახალი სისტემა რომ შესულიყო ძალაში, ზოგმა ჩვენმა მოქალაქემ მიიღო ორი ქვითარი, თუმცა არ შეცვლილა არც იქ გადასახადის ოდენობა, ჩათვალეთ ერთ ქვითარში რაც უნდა ყოფილიყო, ის გაიყო ორად. 

დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება "თელმიკოსთან" და GWP-სთან ერთად, ყველა ის მომხმარებელი, ვინც მიიღო ორი ქვითარი წლის ბოლოს და წლის დასაწყისში, თუ ვერ გადაიხდიან, ან არ გადაიხდიან შესაბამის საფასურს, არ გაითიშებიან ქსელიდან", - თქვა სემეკის წარმომადგენელმა, გიორგი ფანგანმა. 

სემეკმა, ასევე, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოწყვლად ჯგუფებზე, მაგალითად პენსიონერებზე, სოციალური დახმარებით მოსარგებლეებზე "თელმიკომ" შეღავათები დააწესოს და სანამ მათ სოციალური დახმარება ან პენსია არ ჩაერიცხებათ, ქსელიდან არ გათიშოს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი