ქუთაისის აეროპორტში მგზავრები, მეორე დღეა ყაზახეთისკენ რეისს ელოდებიან 

გამოქვეყნდა:

ქუთაისის აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით ფრენები კვლავ შეჩერებულია. ამ დრომდე ვერ შესრულდა რეისი ატირაუს და აქტაუს მიმართულებით. მგზავრები აეროპორტში იმყოფებიან, მათი თქმით, არ იციან, როდის განხორციელდება ფრენა და ვერც ყაზახეთში ახერხებენ ახლობლებთან კომუნიკაციას. 

უკვე მეორე დღეა მგზავრები აეროპორტში ელოდებიან რეისს.

გუშინ, 6 იანვარს აეროპორტების გაერთიანებამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ რეისი ქუთაისიდან ყაზახეთის მიმართულებით, 12 საათზე შესრულდებოდა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი