ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, ლექსო ლაშქარავას საქმის ექსპერტიზის პროცესში შსს-მ უარი თქვა მათ მიერ შეთავაზებულ ექსპერტებზე, ასევე უწყებამ უარი თქვა პროცესში ჩართულიყვნენ საერთაშორისო ექსპერტები. სწორედ საია იცავს ლექსო ლაშქარავას ოჯახის ინტერესებს.
ნიკა სიმონიშვილის თქმით, ის, რომ დამოუკიდებელი ექსპერტები პროცესში ჩართული არ იყვნენ, ეჭვებს კიდევ უფრო აღვივებს
"ჩვენი შეთავაზებული ექსპერტები, ოჯახის შეთავაზებული ექსპერტები, საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც თვითონ შემოგვთავაზა შსს-მ რომ ჩაგვერთო, არ ჩართეს ამ პროცესში და ისეა ეს ექსპერტიზა ჩატარებული, ამდენად, რა თქმა უნდა, შსს-ს ეს ქმედებები კიდევ უფრო გვიღვივებს ჩვენ ეჭვებს",- თქვა ნიკა სიმონიშვილმა.
სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა. დასკვნა უწყებამ 30 დეკემბერს მიიღო, თუმცა მხოლოდ დღეს, მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც ცნობილი გახდა, რომ UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. UNESCO-ს მონაცემების თანახმად, ლექსო ლაშქარავა 2021 წლის 5 ივლისს მოკლეს.
ამავე თემაზე: