ტყიბულელი მეშახტეებისა და საბადოს მენეჯმენტის შეხვედრას უკრაინელი ინვესტორი დაესწრო

გამოქვეყნდა:

ტყიბულელი მეშახტებისა და საბადოს მენეჯმენტის შეხვედრა დასრულდა - "მთავარი არხის" ინფორმაციით, დახულ კარს მიღმა, სამი საათის განმავლობაში მიმდინარე შეხვედრას უკრაინელი ინვესტორი, მიხეილ სოცკი ესწრებოდა. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, რაზე იმსჯელეს შეხვედრაზე.

მეშახტეები ამბობენ, რომ შახტებში მუშაობა სიცოცხლისთვის საშიშია. მათი მთავარი მოთხოვნები კი სამუშაო პირობების გაუმჯობესება და შრომის ანაზღაურების გაზრდაა.

გვაქვს მოლაპარაკებები კომპანიასთან, მაგრამ შეთანხმება ჯერ არაფერზე არაა მიღწეული. მეშახტეები გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით აცხადებენ უარს შახტში ჩასვალზე იქიდან გამომდინარე, რომ საკუთარი სიცოცხლის საფრთხის წინაშე ჩაგდება არ უნდათ, - ამბობს მეშახტე გაგა ისაკაძე.

შეგახსენებთ, რომ ასობით მეშახტე საპროტესტო აქციას მთელი დღის განმავლობაში მაღაროს ადმინისტრაციასთან მართავს. მათი თქმით, ორი დღის წინ, 22 მეშახტე სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა მაშინ, როცა ლიფტი რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეზე გაიჭედა. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი