ზიდანი: მადლობა ყველაფრისთვის, "ტორპედო" ყოველთვის ჩემს გულში იქნება

გამოქვეყნდა:

ახალ სეზონში ქუთაისის "ტორპედოში"  აღარ ითამაშებს პალესტინელი ლეგიონერი ფადი ზიდანი. ფეხბურთელმა ქუთაისური კლუბიდან წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:

"ტორპედოსთან" ერთად გატარებული პერიოდის შემდეგ დამშვიდობების დრო მოვიდა. მადლობა შესანიშნავი და დრამატული სეზონისთვის. გისურვებთ წარმატებას და ყველაფერ საუკეთესოს. "ტორპედო" ყოველთვის ჩემს გულშია. ჩვენ ვართ ტორპედო!" - დაწერა ზიდანმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში 28 წლის პალესტინელმა 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი