ლეგენდარული ქართველი ოლიმპიელი, ვიქტორ სანეევი სიდნეიში დაკრძალეს

გამოქვეყნდა:

"საქართველო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის" - ამ მუსიკით გააცილეს უკანასკნელ გზაზე ლეგენდარული ქართველი ოლიმპიელი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სამხტომში ვიქტორ სანეევი.

დაკრძალვის ცერემონია სიდნეიში გაიმართა, სადაც უკანასკნელი წლების განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოს საუკუნის სპორტსმენი.

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას ლეგენდარული სპორტსმენის სახელი მიენიჭება. სანეევი სიდნეიში დღეს გამთენიისას დაკრძალეს, ის 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ფოტო: lelo.ge

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი