ბუნებრივი აირის გაზრდილი ტარიფი და შერჩევითი სუბსიდირება - პური ისევ ძვირდება

გამოქვეყნდა:

ხორბლისა და ელექტროენერგიის გაძვირების შემდეგ, პურის მცირე მწარმოებლების ნაწილს იანვრიდან ბუნებრივი აირის გაზრდილი გადასახადი მიუვიდა.

მეწარმეები შერჩევითი სუბსიდირებაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ სხვადასხვა მწარმოებლებს განსხვავებული ტარიფით უწევთ გადახდა. უფრო კონკრეტულად, მათმა ნაწილმა იანვარში დაახლოებით 100-500 ლარიანი სხვაობით გადაიხადა გაზის მოხმარების საფასური, ნაწილი კი ისევ ძველი ტარიფით სარგებლობს.

არსებული ვითარების გამო, მეწარმეების ნაწილი იძულებულია, პურის ფასი გაზარდოს, რადგან სხვა შემთხვევაში, საქმიანობის შეჩერება მოუწევთ.

საკითხთან დაკავშირებით განცხადება პურის მწარმოებელთა ასოციაციაშიც გაკეთდა. ასოციაციაში ამბობენ, რომ ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის დაუზუსტებელი ტარიფის გამო, არ არის გამორიცხული, პურის ფასი სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად გაძვირდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი