მეხუთედ ჩაშლილი აუქციონი | რიყის დოქები ვერც 69%-იანი ფასდაკლებით გაიყიდა

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ "რიყის დოქები" ვერც მეხუთე მცდელობაზე გაყიდა. ​აუქციონი 12 იანვარს დასრულდა. 

"რიყის დოქები" აუქციონზე გასული წლის 29 დეკემბერს გამოიტანეს. წინა შეთავაზებასთან შედარებით ის 17.5 მილიონი ლარით, თავდაპირველ შეთავაზებასთან შედარებით კი 65 მილიონი ლარით იყო შემცირებული. 

საპრივატიზებო პირობების თანახმად, "რიყის დოქების" მყიდველი ვალდებული იქნება 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს და არაუმეტეს 3 წლის ვადაში, მუზეუმის (ღვინის და ციფრული ხელოვნების/ტექნოლოგიების მუზეუმ(ებ)ის) და საგამოფენო/საკონფერენციო სივრცე(ებ)ის/დარბაზ(ებ)ის) შექმნა და ფუნქციონირების დაწყება უზრუნველყოს.

თავდაპირველად, რიყის დოქები 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ ლარად გამოიტანეს. თუმცა მისი გაყიდვის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი