"ერთი შემთხვევაც კი არ ყალბდება სიკვდილიანობის გადაცემის. ვინ გვაპატიებს ამას, როდესაც ამდენი დაინტერესებული პირია ჩასაფრებული. მე პირიქით გეტყვით, ზოგჯერ, სწორედ იმიტომ რომ ვინმემ ბრალი არ დადოს არაგამჭვირვალობაში იმ შემთხვევაშიც კი როდესაც შესაძლებელია და სხვა ქვეყნები აკეთებენ ამას რომ სიკვდილის მიზეზად კოვიდი არ დაიწეროს, მაინც მივდივართ მაქსიმალურად პატიოსანი გზით და სიკვდილის მიზეზად იწერება კოვიდი. დღეების მიხედვით როგორ გითხრათ, ამერიკის მონაცემები ნახეთ, ერთ დღეს უწერია 266 გარდაცვალება და გუშინწინ ეწერა 2300. ახლა ხო არ შეიძლებოდა ერთ დღეში ასე შეცვლილიყო".
- ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე გაყალბებულ კოვიდსტატისტიკასთან დაკავშირებით.