ჯანდაცვის სამინისტროს გაყალბებული სტატისტიკა. "მთავარ არხს" წყარო ატყობინებს, რომ ოფიციალური ინფორმაცია კოვიდინფექციით გარდაცვლილთა შესახებ გაყალბებულია.
ჯანდაცვის უწყება, კორექტირებას ფაქტობრივად ყოველდღიურად ახდენს და ცდილობს, დაღუპული პაციენტების რიცხვი მაქსიმალურად შეამციროს. ხშირ შემთხვევაში, ლაპარაკია რამდენიმე ათეულით კორექტირებაზეც კი.
რა მიზნით ტყუის "ქართული ოცნება", უცნობია. არ არის გამორიცხული, გარდაცვლილთა რიცხვის შემცირებით, ხელისუფლება უკიდურესად დრამატული ვითარების შესახებ ინფორმაციის დაფარვას ცდილობდეს. ოფიციალური განმარტებები თემაზე არავის გაუკეთებია.
ვცადეთ, კითხვები დაგვესვა ამ გაყალბების ისტორიის მთავარი მოქმედი პირისთვის, რომელიც, წყაროს ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილეა, მაგრამ თამარ გაბუნია სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.