"აწამეს ბავშვი, გაეკეთებინათ საკეისრო რომ არ იბადებოდა" - 24 წლის მშობიარე ქალის ოჯახი ექიმის გათავისუფლებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ბათუმის კლინიკა "ბაუ"-ში, ახალშობილის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. ამასთან დაკავშირებით განცხადება კლინიკის დირექტორმა, მიხეილ მჟავანაძემ გააკეთა.

მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ცხედრის ექსპერტიზის დასრულებამდე, სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

"ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გეტყვით პასუხს. ახლა ვერაფერს გეტყვით, არ მაქვს სხვა ინფორმაცია", - თქვა დირექტორმა.

რაც შეეხება 24 წლის მშობიარე ქალის, ანა ჭყონიას ოჯახს, ისინი ბავშვის გარდაცვალებაში მკურნალ ექიმს ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ ორსული კლინიკაში სრულიად ჯანმრთელი შეიყვანეს და ახალშობილის გარდაცვალების მიზეზი სწორედ მედპერსონალის უყურადღებობა გახდა.

"სრულიად ჯანმრთელი ბავშვი იყო, ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა მისი მდგომარეობა. 2 საათი იყო ღამის რომ მოიყვანეს, იმის შემდეგ აწამეს დილის 10 საათამდე. გაეკეთებინათ საკეისრო რომ არ იბადებოდა ბავშვი, ხომ არის ექიმი, ცოდნა ხომ აქვს? ხომ უნდა გააკეთოს ის, რაც გასაკეთებელია. დაიღუპა ალბათ ბავშვი და 20 წუთის მერე იძახდნენ, რომ ბავშვი არის გარდაცვლილი", - ამბობს მშობიარე ქალის ოჯახის წევრი.

ოჯახი პაციენტის მკურნალი ექიმის, მაკა მახარაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.

ამავე თემაზე:

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში ხმაურია - 24 წლის მშობიარე ქალის ოჯახი ბავშვის გარდაცვალებაში ექიმს ადანაშაულებს

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი