თემქაზე, სანატორიუმ ქართლში ხმაურია. მოსახლეობა ექსპერტ-კრიმინალისტებს საშუალებას არ აძლევს, რომ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარონ და ცხედარი გადაასვენონ.
მათი თქმით, ცხედრის გადასვენება არ მოხდება მანამ, სანამ თბილისის მერიის წარმომადგენლები ადგილზე არ მივლენ და არ ნახავენ, როგორ ვითარებაში ცხოვრობენ დევნილები. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი 52 წლის კაცია, რომელიც დევნილების საპროტესტო მოძრაობაში აქტიურად იყი ჩართული.
დევნილები უკვე დიდი ხანია აქციებს მართავენ და ხელისუფლებას ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. მათი თქმით, შენობა ავარიულია და ნელ-ნელა იშლება, ადგილზე ცხოვრება კი სიცოცხლისთვის საშიშია. დევნილება არაერთი აქცია გამართეს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი
იხილეთ ასევე: