ხმაურია ამ წუთებში თემქაზე - სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებმა დევნილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ გზა გადაკეტეს. დევნილები პოლიციას ცხედრის ადგილიდან გაყვანის საშუალებას არ აძლევენ.
ფოტო: მთავარი არხი
"მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი ადგილზე მუშაობს და დამატებით დეტალებს არკვევს.
დევნილები უკვე დიდი ხანია აქციებს მართავენ და ხელისუფლებას ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. მათი თქმით, შენობა ავარიულია და ნელ-ნელა იშლება, ადგილზე ცხოვრება კი სიცოცხლისთვის საშიშია. დევნილება არაერთი აქცია გამართეს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი.