თვითმკვლელობა პროტესტის ნიშნად | რა ვითარებაა სანატორიუმ "ქართლთან"

გამოქვეყნდა:

ტრაგედია დევნილთა დასახლებაში და ხელისუფლების უყურადღებობას შეწირული სიცოცხლე. სანატორიუმ ქართლში მცხოვრებმა 52 წლის კაცმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ამ ქმედებით კი შეეცადა მთავრობის ყურადღება მიექცია პრობლემაზე, რომელზე რეაგირებასაც ათეულობით ოჯახი თვეებია ითხოვს. სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილები ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ, რადგან შენობა სადაც ისინი წლებია ცხოვრობენ ინგრევა და იქ ყოველი შემდეგი დღე  სიცოხლისთვის სახიფათოა.

მამაკაცის თვითმკვლელობის შემდეგ სანატორიუმის ეზოში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და დევნილებმა სამარტყალდამცველებს ცხედრის ექსპერტიზაზე გადასვენების უფლება არ მისცეს.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი