"დევნილები სიკვდილშიც მეორეხარისხოვნები ხართო. მთავრობამ არა, მთელმა საზოგადოებამ" | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დევნილებთან დაკავშირებით Facebook-ზე წერს და საზოგადოებას მიმართავს:

მოკლედ, დევნილები ხო მეორეხარისხოვან ადამიანებად გაგვხადეს და ჩვენი სიცოცხლეც მეორეხარისხოვნად აღიარეს.

სიკვდილშიც მეორეხარისხოვნები ხართო. მთავრობამ არა, მთელმა საზოგადოებამ.

თქვენ, ვინც დაგვხვდით, როგორც მომხვდურებს და სიცოცხლიდან გვაცილებთ, როგორც გადამფრენ ფრინველებს.

თქვენ, ვინც არასდროს არ გვაგრძნობინეთ, რომ აფხაზეთს მიღმაც ჩვენს სამშობლოში ვართ და ყველა სოფელი თუ ქალაქი, სადაც მოგვიწია დაფუძნება, ისევეა ჩვენი, როგორც თქვენი. ისევეა ჩვენი, როგორც აფხაზეთის სოფელ-ქალაქები იყო.

თქვენ, ვისთვისაც დღემდე უცხოები ვართ, ცოცხალნიც და მკვდარნიც. თქვენ, - წერს ნიკა გვარამია. 

იხილეთ ასევე:

🇬🇪 🇪🇺 მთავარი არხის საგანგებო ეთერი რუსთაველის გამზირიდან | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი