სენაკის ერთ-ერთ სკოლაში გათბობის არარსებობის გამო, პედაგოგებმა სასწავლო პროცესი შეწყვიტეს

გამოქვეყნდა:

სამეგრელოში, სენაკის სოფელ ნოსირში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. ამის მიზეზი სკოლაში გათბობის არარსებობა გახდა.

სკოლის ადმინისტრაციამ ოთახების გასათბობად დახმარება საკრებულოს სთხოვა, თუმცა, სენაკის საკრებულომ გათბობის უზრუნველყოფა ვერ მოახერხა, რადგან საკრებულოს პირველი სხდომა ამ დრომდე არ ჩატარებულა. 

შესაბამისი პირობების არარსებობის გამო, მიმდინარე კვირაში სასწავლო პროცესი გადაიდო რამდენიმე საბავშვო ბაღშიც. შეშისა და გათბობის მოთხოვნით საკრებულოს პასუხს ელოდება რამდენიმე სოციალურად დაუცველი ოჯახიც. 

ცნობისთვის, საკრებულოს პირველი სხდომა დღეს მეექვსედ ჩაიშალა. საკრებულოზე "ქართული ოცნების" არცერთი დეპუტატი არ მივიდა. ისინი ამბობენ, რომ ერთ-ერთ დეპუტატს კოვიდი დაუდასტურდა და იზოლაციაში არიან გადასული. 

"ოცნების" დეპუტატების მიზეზებს ხელოვნურს უწოდებენ ოპოზიციაში. ისინი ამბობენ, რომ ეს მიზეზი არარეალურია, რადგან კოვიდი საკრებულოს დეპუტატს გუშინ დაუდასტურდა და 16-ვე დეპუტატს კონტაქტი ვერ ექნებოდა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, "ოცნების" წევრები საკუთარ თავს საბოტაჟს უწყობენ. 

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი