"ოცნების" 1 დეპუტატს კოვიდი დაუდასტურდა და 15 საკრებულოს სხდომაზე არ მივიდა - სენაკში სხდომა ისევ ჩაიშალა

გამოქვეყნდა:

სენაკში საკრებულოს სხდომა ისევ ჩაიშალა, მიზეზი კვორუმის არარსებობა გახდა - ქართული ოცნების არც ერთი დეპუტატი  საკრებულოს სხდომას არ დაესწრო.

მმართველმა  პარტიამ განცხადებით მიმართა საკრებულოს, რომ მათი გუნდიდან ერთ - ერთ დეპუტატს კოვიდი დაუდასტურდა, რის გამოც სხვა 15 დეპუტატი იზოლაციაში იმყოფება.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ  მმართველი გუნდი საკუთარ ხალხს უწყობს საბოტაჟს , დროის მოგებას ცდილობენ და  ოპოზიციიდან დეპუტატების დაშინებას და გადმობირებაზე მუშაობენ.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი