ძალიან არასწორია, როდესაც გამოძიება 1 დღის დაწყებულია, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პოლიტიკური პირების მხრიდან წინასწარ გაკეთებული განცხადებები და კვალიფიკაციის გამოცხადება გამოძიების პროცესში - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია გუშინ სანატორიუმ "ქართლში" მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის დღევანდელ განცხადებას.
ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ გარდაცვლილის ახლობლებსა და მომხდარის თვითმხილველებს ესაუბრა და მათი მონათხრობიდან "ნამდვილად არ უნდა დარჩენოდა შთაბეჭდილება გამოძიებას, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა ან შემთხვევითობა".
"ძალიან არასწორია, რა თქმა უნდა, როდესაც გამოძიება 1 დღის დაწყებულია, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან წინასწარ გაკეთებული განცხადებები და კვალიფიკაციის გამოცხადება გამოძიების პროცესში. მე გავესაუბრე თვითმხილველებს, ვინც იცნობდა გარდაცვლილს, ჰქონდა წინა დღეებში ურთიერთობა და თვითმხილველები არიან და მათი მონათხრობიდან ნამდვილად არ უნდა დარჩენოდა შთაბეჭდილება გამოძიებას, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა ან შემთხვევითობა. მე დაველოდები გამოძიებას, მაგრამ ამ განცხადების გაკეთება მიმაჩნია ცალსახად არასწორად",- თქვა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველი სანატორიუმ "ქართლში" მივიდა, დევნილებს პირადად შეხვდა და მიუსამძიმრა.
შეხვედრის შემდეგ ომბუდსმენმა კომუნიკაციის დეფიციტზე ისაუბრა და თქვა, რომ სახალხო დამცველის აპარატი მზადაა, შეასრულოს მედიატორის როლი სამინისტროსა და დევნილებს შორის. ლომჯარიას თქმით, მზადაა, ჩაერთოს მოლაპარაკებებში ჯანდაცვის სამინისტროსთან.
მინისტრის განცხადება: