"პირველადი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა იყო, ნუ დავაკავშირებთ დევნილების პრობლემასთან" | ჯანდაცვის მინისტრი დევნილის გარდაცვალებაზე

გამოქვეყნდა:

"პირველადი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა იყო" - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას.

მინისტრმა მედიას მოუწოდა, გამოძიების შედეგებს დაელოდონ და მომხდარი დევნილების პრობლემას არ დაუკავშირონ.

"გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა ჩემი თხოვნა იქნება, გამოძიების შედეგებს დაველოდოთ ნუ დააკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან და ნუ შევეცდებით...", - თქვა აზარაშვილმა.

რაც შეეხება დევნილების ბინებით დაკმაყოფილების საკითხს, აზარაშვილი ირწმუნება, რომ მომდევნო სამ წელიწადში საცხოვრებელი 13 ათას ოჯახს ექნება.

"ამასთან დაკავშირებით ჩემი სამინისტროში მისვლის პირველივე დღიდან იმართება კონსულტაციები და გვაქვს კონკრეტული ხედვა, გეგმა, როგორ უნდა უზრუნველვყოთ დევნილები. ის პრიორიტეტები, რაც გვაქვს დასახული მომდევნო სამი წლის განმავლობაში 13 ათასი ოჯახს უზრუნველვყოთ ბინით, ზუსტად ვიცით, როგორ გავაკეთოთ ეს, რა გეგმებს უნდა მივყვეთ. პერიოდულად დევნილებს ეცოდინებათ ამ პროცესის მიმდინარეობის სტატუსი. დათქმულ ვადებში ამ პირობებს შევასრულებთ", - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

ტრაგედია დევნილთა დასახლებაში გუშინ მოხდა. ხელისუფლების უყურადღებობის გამო, 52 წლის კაცმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ამ ქმედებით კი შეეცადა, მთავრობის ყურადღება მიექცია პრობლემაზე, რომელზე რეაგირებასაც ათეულობით ოჯახი თვეებია ითხოვს.

სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილები ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ, რადგან შენობა სადაც ისინი წლებია ცხოვრობენ ინგრევა და იქ ყოველი შემდეგი დღე სიცოცხლისთვის სახიფათოა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი