ფულადი გზავნილების ისტორიული მაქსიმუმი | რა თანხა გადმორიცხეს 2021 წელს საქართველოში უცხოეთიდან

გამოქვეყნდა:

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გასული თვის განმავლობაში, უცხოეთიდან საქართველოში 229 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც ნებისმიერი წინა თვის რაოდენობაზე მეტია და ფულადი გზავნილების ისტორიული მაქსიმუმს შეადგენს. გასულ წელთან შედარებით კი გზავნილები 14.9%-ით არის გაზრდილი.

მთლიანად 2021 წლის განმავლობაში, საქართველოში გზავნილები 464 მილიონი დოლარით (24.6%-ით), 2,35 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, უკონკურენტო პირველ ადგილს კი კვლავ რუსეთის ფედერაცია იკავებს.

იხილეთ ქვეყნების ჩამონათვალი:

1. რუსეთის ფედერაცია - $39.7 მლნ დოლარი, კლება -2%
2. იტალია - $37.9 მლნ დოლარი, მატება 19%
3. აშშ - $26.7 მლნ დოლარი, მატება 19%
4. საბერძნეთი - $20.5 მლნ დოლარი, კლება -9%
5. ისრაელი - $17.7 მლნ დოლარი, მატება 14%
6. ყაზახეთი - $13.3 მლნ დოლარი, მატება 368%
7. გერმანია - $11.6 მლნ დოლარი, მატება 39%
8. თურქეთი - $8.1 მლნ დოლარი, კლება -18%
9. უკრაინა - $7.8 მლნ დოლარი, კლება -18%
10. აზერბაიჯანი - $6.8 მლნ დოლარი, მატება 17%
11. ყირგიზეთი - $5.8 მლნ დოლარი, მატება 297%
12. ესპანეთი - $5.1 მლნ დოლარი, მატება 7%
13. საფრანგეთი - $3.5 მლნ დოლარი, მატება 9%
14. პოლონეთი - $3.0 მლნ დოლარი, მატება 14%
15. გაერთიანებული სამეფო - $2.0 მლნ დოლარი, მატება 3%
16. ირლანდია - $1.9 მლნ დოლარი, კლება -2%
17. კანადა - $1.9 მლნ დოლარი, მატება 6%
18. კვიპროსი - $1.6 მლნ დოლარი, მატება 42%
19. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $1.2 მლნ დოლარი, მატება 26%
20. სომხეთი - $1.2 მლნ დოლარი, მატება 0.1%

სებ-ის თანახმად, 2021 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.3 მლნ აშშ დოლარი (103.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის დეკემბერის (24.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 35.1%-ით მეტია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი