"ვითხოვ პარლამენტის თავმჯდომარე დაინტერესდეს ამ საქმით, შემხვდეს უშუალოდ... გაერკვნენ ამ საკითხში, შესაბამისი სამსახურის უფროსები დაიბარონ და ჰკითხონ რა ხდება" | ნიკა გვარამიას მიმართვა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ ის ანტიტერორისტული სამსახურისგან ოფიციალურ განმარტებას ელოდება.

ამასთან, ნიკა გვარამია პარლამენტს მიმართავს და მოუწოდებს საკითხით დაინტერესდნენ. მისი თქმით პარლამენტში ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაიბარონ და გამოკითხონ. ნიკა გვარამია ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას მოითხოვს.

"ინფორმაცია, რომელიც წავიკითხე ნამდვილად არ არის სასიამოვნო და გამაოგნებელიც არის, თუმცა მე არ ვაპირებ ამ ეტაპზე განცხადებების გაკეთებას, მე ველოდები ანტიტერორისტული სამსახურის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას, კომენტარს, ოღონდ დასაბუთებულს, არა უბრალოდ უარყოფას ან დადასტურებას.

ასევე, მაინტერესებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის მიერაც არის გამოყოფილი სახელმწიფო დაცვა, თუ მართალია ეს, ეს ბიჭები, რომლებიც დამყვებიან და ძალიან კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად ასრულებენ მოვალეობას, რატომ არიან გადაქცეული საზარბაზნე ხორცად, ჩემი საკითხი რომ განზე გადავდოთ.

ასევე, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხში გაერკვეს საქართველოს პარლამენტი. პირადად მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვითხოვ, პარლამენტის თავმჯდომარეს უშუალოდ დაინტერესებას საკითხით და შემხვდეს, მათ შორის მეც და გამესაუბროს ამ საკითხთან დაკავშირებით, აღმასრულებელი ხელისუფლება დუმს, ვისაც ამაზე სასაუბრო აქვს. ეს არ არის სახუმარო საკითხი და ელემენტარულად უნდა გამარკვიონ ჩემი უსაფრთხოების საკითხში.

ასევე, ვთხოვ პარლამენტს ოპოზიციას პირველ რიგში და უმრავლესობას, აღნიშნულ საკითხში გაერკვნენ, დაიბარონ შესაბამისი სამსახურის უფროსები და უბრალოდ ჰკითხონ, რა ხდება",-თქვა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, ჟურნალისტი ელისო კილაძის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას მკვლელობა რამზან კადიროვმა დაუკვეთა და შემსრულებლებად - არტურ გატეევი, სლავა გაგიევი და არტურ გელიევი დაიქირავა.

ელისო კილაძე ამბობს, რომ ქილერები საქართველოში ჩამოვიდნენ, თუმცა გამოძიების დაწყებიდან მალევე, ლილუაშვილის უწყებამ რუსული "ფე-ეს-ბეს" მოთხოვნით ისინი ყაზბეგის სასაზღვრო პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააპარა.

იხილეთ ასევე:

ვინ არის და რა ვითარებაში დაიღუპა პირი, რომელმაც ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის სქემა გაშიფრა - სკანდალური დეტალები
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი