ვინ არის და რა ვითარებაში დაიღუპა პირი, რომელმაც ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის სქემა გაშიფრა - სკანდალური დეტალები

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ერთ ერთი ფიგურანტი, რომელმაც ნიკა გვარამიას მიაწოდა ინფორმაცია მისივე შეკვეთილი მკვლელობის შესახებ, ლიკვიდირებულია.

კილაძის თქმით, ეს არის რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე კულუმბეგოვი და ის ვლადიკავკაზში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ელისო კილაძის ინფორმაციით, ცნობილია ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფიგურანტები და რატომ და ვისი დავალებით გაიყვანა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ისინი ქვეყნიდან.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას მკვლელობა რამზან კადიროვმა დაუკვეთა და შემსრულებლებად - არტურ გატეევი, სლავა გაგიევი და არტურ გელიევი დაიქირავა.

ქილერები საქართველოში ჩამოვიდნენ, თუმცა გამოძიების დაწყებიდან მალევე, ლილუაშვილის უწყებამ რუსული ფეესბეს მოთხოვნით ისინი ყაზბეგის სასაზღვრო პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააპარა.

იხილეთ ასევე:

როდესაც კრემლისთვის მიუღებელ პოლიტიკას ატარებ, აუცილებლად მოხვდები დასახვრეტთა სიაში - ჩეჩენი ბლოგერი ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი