სანატორიუმ "ქართლში", ბინაში ჭერი ჩამოინგრა და ახალი ნაპრალები გაჩნდა 

გამოქვეყნდა:

სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა ღამეს შიშით ათენებენ, ამბობენ, რომ ისედაც სანახევროდ დანგრეულ შენობაში, გუშინ ღამით ახალი ნაპრალები გაჩნდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთ-ერთ ბინაში ჭერი ჩამოინგრა. მათი თქმით, ამ დრომდე ადგილზე შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები მისულან და არც დაზიანებები უნახავთ.

ამ დრომდე უცნობია როდის დაკრძალავენ, ტრაგიკულად დაღუპულ ზურაბ ქირიას, რადგან ოჯახის წევრები, მისი მეუღლის დაბრუნებას ელოდებიან, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს.  

52 წლის მამაკაცის ნათესავები და მეზობლები კი ამბობენ, რომ ზურაბ ქირია, ხელისუფლების გულგრილობის და უყურადღებობის მსხვერპლია, ამიტომ აქციები აუცილებლად გაგრძელდება.

"არავინ მოსულა და ღარიბაშვილმაც რომ გამოაცხადა ასეთი საზიზღრობა, საზარელი რაღაცა, რომელმაც თქვა, რომ თავის მოკვლა ყველას შეუძლიაო. ჯანდაცვის მინისტრი რომ აცხადებს ეს იყო უბედური შემთხვევაო, რა იყო უბედური შემთხვევა?! ადამიანი შეეწირა ბინის მიღებას, ერთი ფარატინა ფურცელი რომ მიეღო. ადამიანი სიაშიც არ მოხვდა",- ამბობს გარდაცვლილის და, მარინა ქირია.

"თუ კიდევ ვერ მივაწვდენთ იმ ადამიანებს ხმას, ვისაც ეხება ჩვენი გასახლება, შევალთ იქ, სადაც სხედან და გამოვათრევთ გარეთ",- ამბობენ დევნილები.

"მთავარი არხისთვის" ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის მთავრობაში საბჭოს თავმჯდომარემ ორი დევნილი დაიბარა, თუმცა გადაწყდება თუ არა ამ ოჯახების ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილება, შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი