რუსეთის მხრიდან „მზარდი მუქარის“ ფონზე, დიდი ბრიტანეთი უკრაინას თავდასაცავად მოკლე რადიუსის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს აწვდის
BBC-ის ინფორმაციით, უკრაინაში ტრენინგების ჩასატარებლად ბრიტანელი ჯარისკაცების მცირე ჯგუფი გაიგზავნება.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა,ბენ უოლასიმ თქვა, რომ არსებობს "ლეგიტიმური და რეალური შეშფოთების მიზეზი", რომ რუსეთი უკრაინაში სამხედრო ინტერვენციას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უარყოფს შეჭრის გეგმებს და დასავლეთს აგრესიაში ადანაშაულებს.
BBC-ის ცნობით, მსუბუქი ჯავშანტექნიკის ნაწილი უკრაინაში 17 იანვარს გაიგზავნა, თუმცა თავდაცვის მინისტრმა არ დააკონკრეტა სახეობა.
„უკრაინას აქვს სრული უფლება დაიცვას თავისი საზღვრები და დახმარების ეს ახალი პაკეტი კიდევ უფრო აძლიერებს მის შესაძლებლობას თავდაცვისთვის. ეს არ არის სტრატეგიული იარაღი და არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის. ისინი გამოიყენება თავდაცვისთვის“, - განაცხადა ბენ უოლასიმ.
მინისტრმა ასევე თქვა - "მე მაინც ვიმედოვნებ, რომ დიპლომატია გაიმარჯვებს. პრეზიდენტ პუტინის ასარჩევია, აირჩიოს დიპლომატია და დიალოგი, თუ კონფლიქტი და შედეგები."
იხილეთ ასევე: