ნიკა გვარამია სუს-ში დაიბარეს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებას, რომელზეც ინფორმაცია ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გაავრცელა.

ცნობისთვის, მისი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას მკვლელობა რამზან კადიროვმა დაუკვეთა და შემსრულებლებად არტურ გატეევი, სლავა გაგიევი და არტურ გელიევი დაიქირავა.

ელისო კილაძე ამბობს, რომ ქილერები საქართველოში ჩამოვიდნენ, თუმცა გამოძიების დაწყებიდან მალევე, ლილუაშვილის უწყებამ რუსული "ფე-ეს-ბეს" მოთხოვნით ისინი ყაზბეგის სასაზღვრო პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააპარა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი