"შეთითხნილი ბრალდებაა. ნიკა გვარამიას შესახებ გუშინ გავიგე, შევხვდით და ვილაპარაკეთ"- ჩელდიევი სუს-ში გამოკითხეს

გამოქვეყნდა:

"მას გუშინ შევხვდი და ვილაპარაკეთ, შეგნებული ადამიანია და ესმის, რომ ეს ყველაფერი აბსურდია" - ამბობს ასლან ჩალდიევი, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შესახებ.

ჩელდიევი დღეს სუს-ში დაიბარეს და გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოკითხეს.

ელისო კილაძის ინფორმაციით, ჩელდიევი ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზების საქმეში, ერთ -ერთ ფიგურანტად სახელდებოდა. ის ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, თავად დაუკავშირდა მთავარ არხს და კომენტარიც გააკეთა, ამის შემდეგ კი სუს-მა დაიბარა:

ეს ყველაფერი აბსურდია, არსებული საკითხის ირგვლივ ძალიან ბევრი შეკითხვა დამისვეს, კიდევ დამიბარებენ და დამკითხავენ, გაქცევის სურვილი რომ მქონოდა, აქ არ მოვიდოდი, არც ნიკას შევხვდებოდი. მას გუშინ შევხვდი და ვილაპარაკეთ, შეგნებული ადამიანია და ესმის, რომ ეს ყველაფერი აბსურდია. ეს არის შეთითხნილი ბრალდება, ავარიის მოწყობა დამაბრალეს, გუშინ გავიგე ვინ იყო ნიკა გვარამია, მანამდე მის შესახებ არაფერი მსმენია, არც იმ ორ ადამიანს ვიცნობ, რომელთა სახელი და გვარები ჩემთან ერთად ახსენეს - ამბობს ასლან ჩელდიევი.

ჩელდიევის უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ აქვს  შეელახა რეპუტაცია, რაზეც რეაგირება აუცილებლად ექნებათ და მიმართავენ სამართლებრივ ზომებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი