"არჩევანი გვაქვს ცუდსა და უარესს შორის, კარგი არჩევანი არა გვაქვს" - კონსილიუმის წევრი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ფსიქორეაბილიტაცია არ ხდება და რეკომენდაციები ისევ შეუსრულებელია - ესაა სახალხო დამცველის შემაჯამებელი დასკვნის მთავარი ჩანაწერი, რომელზეც ექიმებმა საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

„სტრესის მართვის ჯგუფი საქართველოში არსებობს და ეს ჯგუფი თუ ივლის დაწესებულებაში და პაციენტს ექნება ამის მიმღებლობა, ეს იქნება ჩვენი რეკომენდაცია. ამის მეტ გამოსავალს ვერ ვიტყვით, მაშინ უნდა თქვათ, რომ პაციენტი უნდა გამოვიდეს პენიტენციური დაწესებულებიდან და დაუბრუნდეს სოციუმს, რაც ცხადია, არ მოხდება. ამიტომ არის გამოსავალი ცუდს და უარესს შორის, ანუ კარგი გამოსავალი აქ მისთვის არ არის, სანამ იქნება იქ იქნება ამ მდგომარეობაში, ცუდი გამოსავალია, რომ იმ მდგომარეობაში სადაც არის, რამე შვება ვაგრძნობინოთ და უარესია, რომ საერთოდ არაფერი გავაკეთოთ. არანაირი გარანტია არ არსებობს, თქვენ თუ ამ ოთახში ზიხართ და ამ ოთახის გეშინიათ, რა ფსიქო-თერაპიაც არ უნდა ჩაგიტაროთ, შეიძლება ცოტა შეგაგუოთ, მაგრამ ძირითად პრობლემას ვერ მოგიხსნით", - ამბობს კონსილიუმის წევრი ექიმი, გია ხურციძე. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გორის ჰოსპიტალში გადაყვანამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით სტაბილური და გაუმჯობესებულია, თუმცა, წინსვლა არ შეიმჩნევა, რადგან საჭირო სამედიცინო რეაბილიტაცია არ ხდება. 

​იხილეთ ასევე:

"არ მჯერა, რომ რუსთავის ციხეში მისი რეაბილიტაცია შესაძლებელია, ამის მცდელობაც არ ყოფილა" - ექიმი მიხეილ სააკაშვილზე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი