გამოხატულია წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, დეპრესია და ანემია - კონსილიუმის წევრი ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

პაციენტის მდგომარეობა საყურადღებო რჩება - არის ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომელიც 12 დეკემბრის ვიზიტის შემდეგ არ გაუმჯობესებულა - განაცხადა ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა ექიმმა თენგიზ წულაძემ შემაჯამებელი დასკვნის წარდგენაზე.

მედიკოსების საერთო შეფასებაა, რომ მიხეილ სააკაშვილთან არ  მიმდინარეობს საჭირო ფსიქორეაბილიტაცია, შესაბამისად მდგომარეობაც არ უმჯობესდება: 

გამოხატულია პოლინეიროპათიის და მხედველობითი სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე. რჩება პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, დეპრესია და ანემია, რომელიც მანამდეც იყო, - განაცხადა წულაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი