სოლიდარობის ქსელის იურისტის, დავით ომსარაშვილის ინფორმაციით, სოციალური აგენტების ნაწილს, რომლებიც უკვე მესამე დღეა გაფიცულები არიან, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უკავშირდებიან და მათზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენენ.
ომსარაშვილი უწყების წარმომადგენლებს მოუწოდებს, მსგავსი ქმედებები შეწყვიტონ და ამბობს, რომ ასეთი მეთოდებით სოც. აგენტების პროტესტს ვერ დაასრულებენ.
"გარკვეულ რეგიონებში მიდის დარეკვები ამ ადამიანებთან და გარკვეული ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რომ დაიწყონ მუშაობა. მინდა ვუთხრა სამინისტროს და სააგენტოს ამ წარმომადგენლებს, რომ შეწყვიტონ მსგავსი ქმედებები, იმიტომ, რომ ასე ვერ მოიგებენ", - თქვა დავით ომსარაშვილმა.
რაც შეეხება გაფიცული სოციალური აგენტების პოზიციას, ისინი ამბობენ, რომ პროტესტს იქამდე არ შეწყვეტენ, სანამ ჯანდაცვის სამინისტრო მათ მოთხოვნებს სრულად არ დააკმაყოფილებს.
"არ გავჩერდებით იქამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული. სანამ მართლა ადეკვატურ ხელფასს არ დაგვინიშნავენ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს. უშუალოდ მინისტრთან გვსურს გასაუბრება, გვგონია, რომ მას კარგად არ ეუბნებიან რას, როგორ და რანაირად ვაკეთებთ", - ამბობს სოციალური აგენტი, გიორგი ფურელიანი.
ამავე თემაზე: