"ვითხოვთ ღირსეულ ხელფასს"- ამ მოთხოვნით სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა ბათუმში აქცია გამართეს. ისინი ამბობენ რომ საარსებო მინიმუმზე დაბალი ანაზღაურება აქვთ, და არ აქვთ შესაბამისი სამუშაო პირობები.
მათივე თქმით, სააგენტო არ ანაზღაურებს ტრანსპორტირებისა და სამივლინებო ხარჯებს. სოციალური აგენტები ხელფასის 100%-იან ზრდას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში უწყვეტ აქციებს აანონსებენ.
იგივე მოთხოვნებით დედაქალაქში უკვე 4 დღეა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ და აქციებს მართავენ სოციალური აგენტები, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ. დღეს უკვე გაფიცული თანამშრომლების მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ და პრემიერ ღარიბაშვილთან მოითხოვენ შეხვედრას.
ავტორი: თეა ვაშალომიძე