ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები კახეთშიც გაიფიცნენ. მათი ნაწილი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა.
გაფიცვის გამო სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის ფილიალი თითქმის პარალიზებულია. ადგილზე მხოლოდ ერთი თანამშრომელი იმყოფება და ამბობს, რომ მოთხოვნები ჯანდაცვის სამინისტროს თავადაც გადაუგზავნა.
ცნობისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი უკვე მეოთხე დღეა, გაფიცულია. ისინი ჯანდაცვის სამინისტროსგან ხელფასების 100%-იან მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
ამ მოთხოვნით სოციალური აგენტები დღეს თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციებს მართავენ. მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სანამ მათი პირობები არ დაკმაყოფილდება, გაფიცვას არ შეწყვეტენ.
ამავე თემაზე:
"ვითხოვთ ღირსეულ ხელფასს" - სოციალური აგენტები ბათუმშიც გაიფიცნენ