სოციალური პროტესტის ტალღა ქვეყანაში - თბილისში, ბათუმსა, ქუთაისში გაზრდილ ტარიფებს აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

საპროტესტო ტალღა დედაქალაქსა და რეგიონებში - სოციალური პროტესტის ეპიცენტრი, თბილისი, ბათუმი და ქუთაისია.

მოქალაქეები, ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები გაზრდილ ტარიფებსა და მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ თბილისში, მარეგულირებელ კომისიასთან და ივანიშვილის ბიტკოინების ქარხანასთან გლდანში.

პარალელურად აქციები იმართება ბათუმში, მთავრობის სახლთან. პროტესტის კიდევ ერთი ლოკაციაა ქუთაისი. 

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, დასრულდა სუბსიდირების პროგრამა, რის გამოც მოსახლეობას გაძვირებული ტარიფებით უწევთ კომუნალურების გადახდა. 

მთავრი მოთხოვნაა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომლიც დაადგენს ფასების ზრდის გამომწვევ მიზეზებსა და გამოავლენს პასუხისმგებელ პირებს. 

სემეკში დღეს სპეციალურ განცხადებასაც შეიტანენ და საგანგებო სხდომის ჩანიშვნას მოითხოვენ. 

შეგახსენებთ, კომუნალურებზე გაზრდილ გადასახადებთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორია მესამე პრეზიდენტიც, რომელმაც ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება 5 იანვარს, რუსთავის ციხიდან გაავრცელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი