შევქმნათ საგამოძიებო კომისია ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.

"მე არ მინდა, რომ ერთადერთი საგამოძიებო კომისია მიკავშირდებოდეს. გთავაზობთ, ასევე შევქმნათ პარლამენტის მეორე, საგამოძიებო კომისია ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით. რაც ჩემს ხელს არსებული ინფორმაციით, მთლიანად უკავშირდება კორუფციას ხელისუფლებაში, კერძოდ, ივანიშვილის ბიტკოინებს, კალაძის მიერ თბილისის ქსელების 25%-ის შეძენას. ვთხოვ, ნაციონალურ მოძრაობას, დაიწყოს ამ თემაზე კონსულტაციები.

მინდა, მივმართო გახარიას ფრაქციას პარლამენტში და ვკითხო, შემოუერთდებიან თუ არა ისინი, ასეთ თემაზე საგამოძიებო კომისიის იდეას",-წერს მიხეილ სააკაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი