"დედა გარდაცვლილი ჰყავს, არც მამა არა ჰყავს...ბოლოს დარაჯად მუშაობდა" - მამუკა ჩხიკვაძის ცხოვრების მძიმე ისტორია

გამოქვეყნდა:

მამუკა ჩხიკვაძე უკვე 44 დღეა ოკუპანტების ტყვეობაშია. "პოსტ ფაქტუმმა" მისი გადაადგილების მარშრუტი აღადგინა. ოკუპანტებმა ის სოფელ ნიქოზის სასაფლაოს ტერიტორიიდან გაიტაცეს.

ჩხიკვაძე იქ ახლობლის საფლავზე იმყოფებოდა.

"პოსტ ფაქტუმთან" ქართველი სამხედროს მეგობრები და თანამებრძოლები მისი მძიმე ცხოვრების ისტორიას ყვებიან: 

"ერთ-ერთი ნათესავის საფლავზე იყო, სადაც არ ყოფილა დიდი ხანი და წუხდა, რომ პატივი უნდა მივაგოვო. დედაც გარდაცვლილი ჰყავს, არც მამა არა ჰყავს, ფაქტიურად მუშად მუშაობდა ხოლმე. ძალიან წესიერი ბიჭია. მუშაობა ვერ დაიწყო, ხან რომელ ქვეყანაში მიდიოდა, ხან რომელ ქვეყანაში და ვერ აეწყო. აქაც ბოლოს დარაჯად მუშაობდა." ამბობს გიორგი კასრაძე, მამუკა ჩხიკვაძის მეგობარი.

მამუკა ჩხიკვაძე ოკუპანტებს არარსებული საზღვრის კვეთისა და "ნარკოტიკული ნივთიერების გადატანის" ბრალდებით ჰყავთ დაკავებული და 2 თვიანი "წინასწარი პატიმრობა" აქვს შეფარდებული. ის 12 დეკემბერს გაიტაცეს. 

ჩხიკვაძის ახლობლებსა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს აქვთ ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი