ბინები გაძვირდა - ნახეთ თბილისის ყველაზე ძვირი და შედარებით იაფი უბნები

გამოქვეყნდა:

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა. ინდექსის (RPPI) წლიურმა ზრდამ 1.2% შეადგინა, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით კი ფასები 8.5%-ითაა გაზრდილი.

2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ბინების ფასები 7.3%-ით, კერძო სახლების კი 11.7%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ფასებს თბილისის უბნების მიხედვით - ყველაზე ძვირადღირებულ უბნად მთაწმინდა, ვაკე და საბურთალო რჩება. ყველაზე იაფად კი ბინას - სამგორში, გლდანში და ისანში ნახავთ. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი