"ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდოდა" - გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თანამშრომლებს დაემშვიდობა

გამოქვეყნდა:

გორის ერისთავის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელსაც კულტურის მინისტრი თეატრიდან წასვლას სთხოვდა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თანამშრომლებს ემშვიდობება:

"ერისთავის თეატრი ცვლილებებშიც პირველია, რას ვიზამთ, ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდოდა...

მადლობა ამ 4 წლისთვის ერისთავის თეატრს, მადლობა მსახიობებს, ტექნიკურ პერსონალს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს, მაყურებელს. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გვეხმარებოდა განვითარებაში და ყოველთვის გვერდით გვედგა, მადლობა ამ ქალაქს, რომელმაც ასე შემაყვარა თავი. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს გორში ყოფნაში და მადლობა იმ ადამიანებს, ვინც წვლილს შეიტანს ჩემს მომავალშიც. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვისთანაც ამ პერიოდში მომიწია მუშაობა.

მ ა დ ლ ო ბ ა

ჩვენ ერთად ბევრი კარგი რამე გავაკეთეთ. good job!

p.s 4 წელში 15 ჯილდო სხვადასხვა კონკურსებზე და ფესტივალებზე, 30% გაზრდილი შემოსავლები,ბევრი დადებითი რეცენზია, ბევრი გაკეთებული ინფრასტრუქტურული სამუშაო, ბევრგან აღიარებული წარმატება, ბევრი ტაში და ბევრი სიყვარული.

გორის თეატრი იყო ერთ-ერთი წარმატებული თეატრი და დარწმუნებული ვარ ასეც გაგრძელდება

ბოდიში იმ ადამინებს ვისაც გული დაგწყვიტეთ ამ პოსტით

ამ სფეროში ვრჩები და კიდევ ხშირად შევხვდებით...

ვამაყობ თითოეული წუთით რაც თქვენთან ერთად გავატარე

მიყვარხართ

პ.პ.ს -ეს არის ჩემი კომენტარიც,ბრიფინგიც და სხვა დანარჩენიც...

ახლა კი ფარდა!!!!",- წერს ჩხარტიშვილი Facebook-ზე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი