შსს-სთან აქციაზე, ნატა ფერაძე დააკავეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სადაც ამ წუთებში აქცია იმართება, სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე დააკავეს.  მან ადგილზე სტიკერების გაკვრა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

სტიკერებზე დაწერილი იყო იმ ადამიანების სახელები, რომლებიც სისტემის მსხვერპლი გახდნენ, საუბარია, დემურ სტურუაზე, ლევან აბზიანიძეზე, ლუკა სირაძეზე, ლექსო ლაშქარავაზე.

სამოქალაქო აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე კი ამბობს, რომ აქციაზე სამართალდამცველები ძალადობენ და დაზიანებებს აყენებენ აქტივისტებს.

ცოტა ხნის წინ გომელაურის უწყებასთან მივიდნენ შშმ პირების მშობლები, რომლებიც მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი