"გუშინ ადამიანი ცემეთ, ეხლა კანონს არღვევთ, თავი მაინც დახარეთ" - ელენე ხოშტარია პოლიციელებს

გამოქვეყნდა:

"ცოტა დამშვიდდით, ცოტა თავი დახარეთ, ცოტა დასევდიანდით...გუშინ ადამიანი ცემეთ, ეხლა კანონს არღვევთ..თავი მაინც დახარეთ" - მიმართა შსს-სთან განლაგებულ პოლიციელებს ელენე ხოშტარიამ.

სამართალდამცველები კანონდარღვევად თვლიან სტიკერების დაკვრას და სამოქალაქო აქტივისტებს უპირისპირდებაინ და აფრთხილებენ რომ "იერსახის დამახინჯების" შემთხვევაში დააკავებენ.

ელენე ხოშტარიამ მათ მიმართა, რომ უნდა რცხვენოდთ "მოძალადე ფორმის" ტარების- "ეს ფორმა რომ გაცვიათ უკვე სირცხვილია" - რაზეც პოლიციელებს მძაფრი რეაქცია ჰქონდათ და პოლიტიკოსს უპასუხეს, რომ არაფრის რცხვენიათ.

შსს-სთან და "ქართული ოცნების" ოფისთან მოქალაქეები შშმ პირზე, პოლიციელების მხრიდან სასტიკ ძალადობას აპროტესტებენ

 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი