თბილისის მეტროში მომხდარი უმძიმესი ფაქტის შემდეგ, პოლიციელების მხრიდან სავარაუდო ძალადობის ათობით შემთხვევის შესახებ ხდება ცნობილი.
ერთ-ერთი ვიდეო "დროას" წევრმა, მარიამ სიჭინავამ გაავრცელა. კადრები ზუგდიდში, ჩხოუშიას სანაპიროზეა გადაღებული. კადრში ჩანს, როგორ ძალადობს ქალზე სავარაუდოდ კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი.
პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს ბათუმში, ჟურნალისტი გიორგი არობელიძეც. ამბობს, რომ მას შემედეგ, რაც ის კონკრეტულ მოქალაქეებს გამოესარჩლა და პოლიციელებს მოუწოდა, რომ ამ მოქალაქეებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ, ის და რამდენიმე ადამიანი პოლიციის განყოფილებაში მოხვდნენ, სადაც მათზე ფიზიკურად იძალადეს.