ახალციხეში შუახნის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს და წერს, რომ ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა საღამოს, ივანე ახალციხელის ქუჩაზე მოხდა. მეზობლების თქმით, 1962 წელს დაბადებული კაცი სახლში მარტო ცხოვრობდა, იგი სავარაუდოდ სიგარეტის ნამწვისგან გაჩენილი ცეცხლის შედეგად დაიწვა. მისი ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
"მთავარი არხის" ვებგვერდი დეტალებს შსს-ში აზუსტებს.