"[ღამით, რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე] 1977 წლის ჟენევის სამშვიდობო ოქმის აშკარა დარღვევაა" | კელოგი

გამოქვეყნდა:

"ეს კიევია. ქალებისა და ბავშვების ღამით, საკუთარ სახლებში განურჩეველი მკვლელობა 1977 წლის ჟენევის სამშვიდობო ოქმის აშკარა დარღვევაა, რომელიც უდანაშაულო ადამიანების დასაცავადაა შექმნილი. ეს თავდასხმები სამარცხვინოა. შეწყვიტეთ მკვლელობა! ცეცხლის შეწყვეტა ახლავე!"

- ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი წერს და თავდასხმის ფოტოს აქვეყნებს. 

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს, რუსეთის თავდასხმას უკრაინაში სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ბავშვები. დაშავდა 60-ზე მეტი პირი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი