გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან თბილისში გადმოყვანილი გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულად მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების ინფორმაციით, ბესტაევი კომატოზურ მდგომარეობაშია, რის გამოც ექიმების განსაკუთრებულ ყურადღებას და მკურნალობას საჭიროებს.

"გენადი ბესტაევი თითქმის 2 თვეა, იმყოფება უმძიმეს მდგომარეობაში მას შემდეგ, რაც ცხინვალის ციხეში მას დაემართა ჰემორაკული ინსულტი, უმძიმესი ფორმით. რამდენიმე დღეა, რაც მისი მდგომაროება შეიცვალა და უკვე მოხდა მისი გადაყვანა პალიატიურ კლინიკაში. მდგომარეობა ძალიან მძიმეა, თუმცა ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნილია. სამწუხაროდ, კონტაქტში ჯერჯერობით ვერ შემოდის", - ამბობს დავით ქაცარავა.

შეგახსენებთ, 53 წლის გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. საოკუპაციო რეჟიმმა მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა. მას შემდეგ, რაც ბესტაევს 15 ნოემბერს ინსულტი განუვითარდა, ის ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში, მოგვიანებით კი თბილისში გადმოიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი