"ძლიერი საქართველოს" წევრზე, გრიგოლ გეგელიაზე თავდამსხმელი დაკავებულია. ინფორმაცია "მთავარს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ცნობისთვის, გრიგოლ გეგელიას თავს გუშინ დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის პოლიციაში გუშინვე გამოიკითხა. შსს-მ გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.