ქვეყანას ჰყავს პატრიოტი, ვაჟკაცი, ღირსეული პრემიერი ღარიბაშვილის სახით - ღუდუშაური 

გამოქვეყნდა:

"დღეს ქვეყანას ჰყავს პრემიერი, ბატონი ღარიბაშვილის სახით, რომელიც არის პატრიოტი, ვაჟკაცი უაღრესად საქმეზე ორიენტირებული და რაც ყველაზე მთავარი არის, ქვეყნის ინტერესების დამცველი ნამდვილად ღირსეული პრემიერი. ეს მე მესმის რომ ოპოზიციას აღიზიანებს, მე მესმის, რომ იმ ძალებს რომელიც ქვეყნის წინსვლას აფერხებენ და აღიზიანებს ქვეყნის განვითარება მათთვის არის მიუღებელი. ამიტომ ის კვლევები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ერთია, მეორე არის, ქვეყნის საზოგადეობის და ამომრჩევლის განწყობა რაც კარგად დავინახეთ და გამოჩნდა, სხვათა შორის არც თუ ისე დიდი ხნის წინანდელ არჩევნებზე."

ამბობს "ქართული ოცნების" წევრი, ალუდა ღუდუშაური NDI-ს კვლევების შეფასებისას, რომლის მიხედვითაც ღარიბაშვილის საქმიანობით უკმაყოფილოა გამოკითხულთა უმრავლესობა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი