მთავრობის საქმიანობით 52% უკმაყოფილოა - ინსტიტუტების საქმიანობა NDI-ს კვლევაში

გამოქვეყნდა:

ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა მთავრობის საქმიანობით ისევ უკმაყოფილოა. 

არსებული მთავრობის საქმიანობას ცუდად გამოკითხულთა 52% აფასებს, 39% კარგად, 7% - ამბობს, რომ არ იცის, 2% უარს ამბობს პასუხზე. 

რაც შეეხება ინსტიტუტებს:

  • პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას - კარგად 27% აფასებს, 27%- საშუალოდ, 35% ცუდად, 10%-მა არ იცის, 2% უარს ამბობს პასუხზე. 
  • პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას - კარგად 14% აფასებს, 29% საშუალოდ, 46% ცუდად, 10%-მა არ იცის, 1%- უარს ამბობს პასუხზე. 
  • პარლამენტის საქმიანობას - 12% კარგად აფასებს, 33% საშუალოდ, 46% ცუდად, 7% ამბობს, რომ არ იცის, 1% უარს ამბობს პასუხზე. 
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას - 22% კარგად აფასებს, 28% საშუალოდ, 35% ცუდად, 14% ამბობს, რომ არ იცის, 1% უარს ამბობს პასუხზე. 

კვლევის მიხედვით, პრემიერმინისტრის საქმიანობის შეფასება გაუარესდა: 

გაუარესებულია პრეზიდენტის საქმიანობის შეფასებაც: 

კვლევა 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, ყველა ინტერვიუ სატელეფონო გამოკითხვის
მეთოდით აიღეს, რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%-ია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი