NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებაზე აშშ-ის პასუხი დადებითი არ არის - ლავროვი

გამოქვეყნდა:

ამ დოკუმენტში არ არის დადებითი რეაქცია მთავარ საკითხზე - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს და რუსეთის ე.წ. უსაფრთხოების მოთხოვნებზე აშშ-ს მიერ წერილობით გაცემულ პასუხს ეხმაურება. აღსანიშნავია, რომ კრემლი NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებას ითხოვდა. 

ამ დოკუმენტში არ არის დადებითი რეაქცია მთავარ საკითხზე. მთავარი საკითხი კი ჩვენი მკაფიო პოზიციაა, მომავალში NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებისა და რუსეთის ტერიტორიისთვის შესაძლო საფრთხის შემქმნელი საიერიშო შეიარაღების განთავსების დაუშვებლობაზე, - ამბობს ლავროვი. 

ლავროვი ამბობს იმასაც, რომ რუსეთის შემდგომ ნაბიჯებზე გადაწყვეტილებას უკვე პუტინი მიიღებს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი