ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, აშშ-მ რუსეთს წერილობითი პასუხი გადასცა

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ინფორმაციით, აშშ-მა რუსეთს ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი გადასცა. წერილი აშშ-ის ელჩმა რუსეთში, ჯონ სალივანმა ქვეყნის საგარეო უწყებაში თავად მიიტანა. 

ენტონი ბლინკენის ინფორმაციით, აშშ-ს თავის პასუხში NATO-ს პრინციპებთან დაკავშირებით, როგორიცაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღიაობა ახალი წევრების მიმართ, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით, უკან არ დაუხევია. 

ასევე, დოკუმენტში ჩამოთვლილია ევროპაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აშშ-სა და მისი მოკავშირეების შეთავაზებები, მათ შორის, საუბარი შეეხება სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვაზე ახალი ხელშეკრულების შესახებ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი